| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ბავშვებს ეს დღე პედაგოგმა დღესასწაულად უქცია. მათთვის მან საკლასო ოთახი საზეიმოდ მორთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
პედაგოგმა პირველკლასელებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა.
გაკვეთილზე ბავშვებმა პირველ ასო-ბგერებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.
„ლამაზი სიტყვითა და მილოცვით გამოვიდა მასწავლებელი წოვინარ ბაბოიანი და ბავშვებს უსურვა, ბევრი წარმატება სწავლაში, წინსვლა და ბედნიერი ბავშვობა“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მშობლების მხრიდანაც იყო ასევე ბევრი სამადლობელი სიტყვა.
ღონისძიებას მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.
ეს დღე მოსწავლეთათვის დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამომსვლელებმა სულხან-საბას შემოქმედებაზე, პროექტის მნიშვნელობაზე და მის ლიტერატურულ ღირებულებაზე ისაუბრეს
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება