| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ნერგებში“ საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა.
მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშემოდგომო ტრადიციები გააცოცხლეს და დაამტკიცეს, რომ საქართველოში შემოდგომა განსაკუთრებულად ლამაზი, უხვი და ბარაქიანია.
სკოლის ეზო საშემოდგომო ნუგბარითა და თემატური დეკორაციებით მოირთო. საზეიმოდ გამოეწყვნენ მოსწავლეებიც და დღე შემოქმედებითად, დიდი ჟრიამულით გაატარეს.
ბავშვებმა სიმღერითა და ლექსებით ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს.
„აჭარა ჩემი ფიქრის სარდალი,
აჭარა ჩემი გული და სული,
ასჯერ დასჯილი, ასჯერ მართალი,
ჩემი აწმყოა, ჩემი წარსული“,- აღნიშნეს მე-5ა კლასის მოსწავლეებმა და ღონისძიებაზე, პედგოგ ხატია ცირეკიძის ხელმძღვანელობით, აჭარული ტრადიციები წარმოადგინეს.
მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა კი ფშავ-ხევსურეთის საშემოდგომო ტრადიციებს შეასხეს ხოტბა - „ფშავ-ხევსურეთი სხვა განწყობას გაძლევს - ყველაფერი აქ უფრო სუფთა, მკაფიო და ნამდვილია". ღონისძიებაზე მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან ჩხაიძის ხელმძღვანელობით წარდგნენ.
მე-4ა კლასელთა საზეიმო პროგრამა კი გურიას მიეძღვნა. „გურია ისეთივე თავისუფალია, როგორიც მისი ხალხია“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა და პედაგოგ შორენა მგელაძის ხელმძღვანელობით, გურული შემოდგომის სილამაზე წარმოადგინეს.
მე-3ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით, საზეიმო პროგრამა აფხაზეთს მიუძღვნეს - „გამარჯობა, აფხაზეთო შენი...“
მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა კი, პედაგოგ თეონა დეკანაძის ხელმძღვანელობით, ქართლის ტრადიციები გააცოცხლეს. „ქართლში ყოველთვის იგრძნობა სტაბილური, მტკიცე ხასიათი“,- ამ ლოზუნგით მე-2 კლასელებმა ლამაზი სანახაობა გამართეს.
მე-2ა კლასის მოსწავლეებმა კი სვანური ტრადიციები წარმოადგინეს. „სვანეთის კოშკებს რომ უყურებ, ხვდები, რა ნიშნავს ძლიერი, საკუთარი წესებით მცხოვრები მხარე“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და პედაგოგ იანა მამფორიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე აქეს და ადიდეს.
I კლასის მოსწავლეთა საზეიმო პროგრამა კი რაჭას მიეძღვნა. რაჭა, ხომ თითოეული ჩვენგანის სიყვარულია. პირველკლასელთა ხელმძღვანელი სოფო ცეცხლაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ პატარების, მშობლებისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და სიყვარულით დამზადებული ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა შესული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
იხილეთ ვიდეომასალა:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
სკოლა „ნერგებში“ საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა
გამომსვლელებმა სულხან-საბას შემოქმედებაზე, პროექტის მნიშვნელობაზე და მის ლიტერატურულ ღირებულებაზე ისაუბრეს
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება