| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი შემართებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
2 ნოემბერს, ზუგდიდში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა, რომელშიც თავისი ბიზნეს იდეით 14 სკოლა მონაწილეობდა.
მათ შორის იყო ჩხორიის საჯარო სკოლა პროექტით - „რეალობა თოჯინებით“.
ფორუმში სამოქალაქო განათლების კლუბის სამი ლიდერი მოსწავლე: ნინი არდია, გვანცა გერგედავა და ანასტასია მიქავა მონაწილეობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ თავიანთ შემუშავებული პროექტი გააცნეს ბიზნესმენებს და მათი მხარდაჭერის მოპოვება სცადეს.
„პროექტის - „რეალობა თოჯინებით“ მიზანია: საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შემოქმედებითად წარმოჩენა. მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. სასცენო ხელოვნების დაუფლება“, - ამბობენ სკოლაში.
პროექტის განხორციელება, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, სტიგმების დამსხვრევას, კრიტიკულად მოაზროვნე აქტიური, გლობალური ღირებულებების მატარებელი მოქალაქეების ჩამოყალიბებას. ახალგაზრდები შეძლებენ საინტერესო და მრავალფეროვანი სცენარების შემუშავებას და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას.
„დაფინანსების შემთხვევაში შევიძენთ საკერავ მანქანას, თოჯინების შესაქმნელად, სხვადასხვა რეკვიზიტებს, საჭირო რესურსებს დეკორაციისთვის და საკანცელარიო ნივთებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“