| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოწაფეთა ინფორმირებულობასა და კრიტიკული აზროვნების უნარზე დადებითად აისახება.
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების კლუბის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი თამთა გაჩეჩილაძე) ქალაქ ქუთაისის მერიაში ინფოტური მოაწყვეს, სადაც მათ ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე შეხვდა.
ის მოსწავლეებს ამომწურავად ისაუბრა მედიაწიგნიერების უნარზე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო. მედიაწიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა დანელია და სკოლის მენეჯერი მარი ივანიძე.
„კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ბატონ დათო ლიკლიკაძეს ჩვენთვის საინტერესო და შინაარსიანი დღის შექმნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი