სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწალეებისთვის ტექნოლოგიების ექსპერტთან ონლაინ შეხვედრა მოეწყო
08-11-2023
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ახლახან, მე-5ბ და მე-6 ბ კლასებში ისტ-ის გაკვეთილზე, პედაგოგ თამარ კაკაჩიას ხელმძღვანელობით, კვლავ საინტერესო ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.

მოსწავლეები ამჯერად, ტექნოლოგიების ექსპერტს გიორგი ჩაჩუას შეხვდნენ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერტიფიცირებული ტრენერი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, რეგიონული კოორდინატორი, კლუბის მენტორი, რობოტექნიკის კლუბის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული, წამყვანი სპეციალისტი გახლავთ. 

ის ონლაინ შეხვედრაზე მოსწავლეებს მომავლის ტექნოლოგიებზე ესაუბრა და მათ საინტერესო ვიდეოპრეზენტაცია უჩვენა. ბავშვები მათთვის საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

„მოსწავლეები მოიხიბლნენ მომავლის ტექნოლოგიებით, სტუმარს დაუსვეს კითხვები და მოუსმინეს მის ამომწურავ პასუხებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

მოსწავლეებმა და მასწავლებელმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტექნოლოგიების ექსპერტისგან  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვევა მიიღეს.

სკოლაში მას ამ დღისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისთვის, საინტერესო საუბრისა და მიწვევისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მეტად უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება