სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეები თანაკლასელის მამის, ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
30-10-2023
-
+


თბილისის N89 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები, მათი კლასელის - ლევან ანწუხელიძის მამის,  გმირულად დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეები ღონისძიებას დამრიგებლის - გიორგი კაციას ინიციატივითა და სკოლის დირექტორის - მიმოზა ტყებუჩავას მხარდაჭერით დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში „თუშეთის განვითარების ფონდის“ ინიციატივით,  ადგილობრივი მთავრობისა და მოსახლეობის მხარდაჭერით სოფლის ცენტრში ბახტრიონის თუში სახალხო გმირის ზეზვა გაფრინდაულის ბიუსტის გვერდით, ასევე თუში საქართველოს სახალხო და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი გმირის შვილებმა გახსნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, სკოლის სახელით პატივი მიაგეს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას. ღონისძიება ძველი თუშური ტრადიციების დაცვით წარიმართა, შედგა თუშური, ცხენზე ამხედრებული მამაკაცების „დალაობა“, ანუ დატირება, რომელიც სწორედ ასეთი ღირსეული ვაჟკაცების ხსოვნას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ასევე გაიმართა დოღი და გამარჯვებული გიორგის შვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიების შემდეგ მოსწავლეების ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ჩოლოყაშვილების XVIII საუკუნეების ციხეზე იმყოფებოდნენ, სკოლის სახელით ამ ისტორიულ ციხესიმაგრეზე ტრადიციულად აღიმართა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, საქართველოს დროშა.  

კლასის დამრიგებელმა გიორგი კაციამ, დროშის აღმართვა საერთო სასკოლო ტრადიციად აქცია.

დღის ბოლოს, კლასმა მოილოცა საქართველოს სიამაყე ალავერდის ტაძარი და კახეთის მეფეთა განსასვენებელი.

„დროშა, რომელიც თავისი ღირსებით, გმირობებით და გაუტეხლობით აქამდე მოგვიტანეს ჩვენმა ეროვნულლმა, სახალხო თუ უსახელო გმირებმა ყველა ისტორიული ნაგებობის თავზე უნდა ფრიალებდეს, როგორც სიმბოლო ქართველი ერის ერთიანობის და გაუტეხლობის და სიამაყით შეხედოს ყველა მოქალაქემ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება