სიახლეები
სკოლები

„STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლა, უნივერსიტეტთან ერთად, კონფერენციას მართავს
25-10-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლა სასკოლო საზოგადოებას ყოველთვის გამორჩეულ, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობს. 

11 ნოემბერს, ქუთაისის N2 სკოლა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფერენციას გამართავენ, რომლის თემაცაა - „STEM-STEAM-STREAM მიდგომები და გამოწვევები თანამედროვე სკოლაში“. ის საქართველოს სკოლებში ექსპერიმენტული ქიმიის ფუძემდებლის, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა) პედაგოგის ნიკო ჯაფარიძის ხსოვნასა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90-ე წლისთავს ეძღვნება. 

კონფერენცია ხორციელდება მასწავლებლების პროფესიული წინსვლის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან:
 
• საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი;
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
• ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

როგორც სკოლაში ამბობენ, კონფერენციის მიზანია შემდეგ საკითხებს შეუწყოს ხელი:

• სხვადასხვა სკოლებში დაგროვილ საინტერესო გამოცდილებას STEM/ STEAM-STREAM მიმართულებით;
• აკადემიურ დისკუსიისა და ცოდნის გაზიარებას თანამედროვე სკოლაში STEM/STEAM-STREAM მიმართულების გამოწვევების შესახებ;
• პედაგოგთა მიერ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილებების გაზიარებას;
• სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შემდგომ გაღრმავებას;
• სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებას. 

მოსალოდნელი შედეგები კი შემდეგია: 

• თანამშრომლობის გზით, STEM-STEAM-STREAM მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
• პროფესიული მიღწევებისა და გამოცდილების განზოგადება;
• წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვა. 

კონფერენცია იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ქართულ ენაზე გაიმართება. პრეზენტატორები და დამსწრე მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, ღონისძიება ორ სესიად წარიმართება. 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა შემადგენლობა შემდეგნაირია:

• შალვა კირთაძე- აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
• იმერ ბასილაძე-აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სასახურის ხელმძღვანელი, პროფესორი;
• მამულო ბუჭუხიშვილი-აკაკი წერეთლისსახელობის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი;
• ნინო კახიძე-აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
• მაია ცქიტიშვილი- ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი;
• მურადი ჯიშკარიანი- იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
• ამირან ძაგნიძე- სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე;
• მარინე რუსაძე-სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი მასწავლებელი;
• მარინე ჭეიშვილი - სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი მასწავლებელი;
• ხათუნა კიკალიშვილი-სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი;
• ნანა ხარაბაძე - სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი;
• ნანა მესხორაძე- სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
• ნათია ბრეგაძე- სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მენტორი მასწავლებელი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი;
• მარინე ჭეიშვილი- სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი.

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ მასალების გაფორმების წესსა და სხვა მნიშვენლოვან დეტალებს.
 
„მასალების გაფორმების წესი:
• ტექსტის ენა - ქართული;
• ფურცლის ზომა - A – 4
• მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ1,5 სმ, მარცხნივ - 3სმ;
• შრიფტი -Sylfaen
• შრიფტის ზომა - 12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1,5.
• ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi.
• ფორმულები უნდა აიკრიბოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1).
• ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი.

თეზისების ტექსტის ფორმატი:

• თემის სახელწოდება: Sylfaen bold, 14;
• ავტორი: Sylfaen, bold, 12, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის და ხელმძღვანელის გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ
• +ძირითადი ტექსტი: Sylfaen 12.
• კონფერენციაში /პროექტში ჩართვის უფლება აქვს ყველა სტატუსის მქონე პედაგოგს საქართველოს მასშტაბით; ასევე, უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლებს.
• ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ზომის 5 ნაბეჭდ გვერდს, გამოყენებული ლიტერატურისა და რეზიუმეების ჩათვლით;
• ნაშრომს ცალკე ფურცელზე უნდა დაერთოს კონფერენციის მონაწილის აპლიკაცია (დანართი1).
საკონფერენციო მოხსენების შეფასების კრიტერიუმები:
• თემის აქტუალობა
• თემის ორიგინალურობა
• პედაგოგის ინდივიდუალური მიგნებები და რეკომენდაციები
წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება!
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა!
მნიშვნელოვანი თარიღები:
31 ოქტომბერი 17:00 სთ - სტატიების ელექტრონული ვერსიების და მონაწილეთა აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა; e-mail: ocxeli@gmail.com
07 ნოემბერი- ავტორებისათვის კონფერეციაზე თემის დაშვების შეტყობინება;
11.11 - კონფერენციის ჩატარების თარიღი.
• კონფერენციის პრეზენტატორები და დამსწრე მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
• კონფერენცია გაიმართება 11 ნოემბერს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, მისამართი: გ.ტაბიძის 58; დასაწყისი-11.00 სთ; რეგისტრაცია-10.30.სთ
• კონფერენცია წარიმართება 2 სესიად, გათვალისწინებულია „ყავის შესვენება“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

აბიტურიენტებს კვირას სამებაში დალოცავენ - საპატრიარქოს განცხადება

3 მთავარი ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - სიახლეები დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხება

გაძლიერებული საგნების პედაგოგებსა და სკოლებს სამინისტრო ტრენინგების შემდეგ შეარჩევს

სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას თბილისის მერია გადაიბარებს

მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
„შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც“
 

მოსწავლეებმა დამრიგებელი სიამაყით აღევსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს

 

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება