სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ეისიში“ კურსდამთავრებულის - ნიკოლოზ ლურსმანაშვილის წარმატებით ამაყობენ
29-09-2026
-
+


კერძო სკოლა „ეისის“ არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა. 

მათ შორისაა ნიკოლოზ ლურსმანაშვილი, რომელმაც „ეისი“ 2023 წელს, 16 წლის ასაკში დაამთავრა. დღეს ის SDET ინჟინერია (Software Development Engineer in Test), პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მუშაობს და პროფესიული გამოცდილება ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ოპერირებად კომპანიებში აქვს დაგროვებული.

სკოლის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენა და ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სრული დაფინანსებით სწავლობს.

პროფესიული კარიერა მან „თიბისი ბანკში“ დაიწყო, სადაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტესტ-ავტომატიზაციის ინიციატივას ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა „თიბისის“ შიდა ტექნიკური ბიბლიოთეკების განვითარებაში და მიღწეული შედეგებისთვის კომპანიის შიდა აღიარებაც არაერთხელ დაიმსახურა.

ნიკოლოზი ასევე თიბისი IT აკადემიის მენტორია და ახალგაზრდებს ტესტირების ავტომატიზაციას ასწავლის. პარალელურად აქტიურად მონაწილეობს ტექნოლოგიური საზოგადოების საქმიანობაში და არაერთი პროფესიული ღონისძიების მომხსენებელია.

„ეისიში დავინახე, რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი. სწორედ ამიტომ დღეს თავად ვასწავლი ახალგაზრდებს - ვცდილობ დავუბრუნო ის, რაც მე მივიღე“,- აღნიშნავს სკოლის კურსდამთავრებული.

სკოლაში ხარობენ წარმატებული კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვამაყობთ, ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებით და განსაკუთრებით გვიხარია, როცა ისინი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უკვე სხვებსაც უზიარებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება