სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დღესასწაულად ქცეული პირველი სასწავლო დღე სკოლა „დეაში“ 
29-09-2026
-
+


სკოლა „დეამ“ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს დღესასწაულად უქცია. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. ზღაპრულად მორთულმა სასკოლო გარემომ, პედაგოგთა გულთბილმა დახვედრამ და საზეიმო მიღებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს. პატარებს ცოდნის სამყაროში მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები გაუწევენ, რომლებიც პატარებს დიდი სითბოთი შეხვდნენ. 

სკოლაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ არა მხოლოდ განათლების ხარისხს, არამედ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, მზრუნველი და მხარდამჭერი გარემოს შექმნას. თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა მათი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

ამ მიდგომის მნიშვნელობაზე სკოლის დირექტორმა, ვერა ყურულაშვილმა სასკოლო საზოგადოებისთვის მიმართვის დროს ისაუბრა და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„ჩვენი პირველკლასელების პირველი დღე სკოლაში!

დღეს სკოლის ეზოში ყველაზე დიდი ღიმილი, პატარა ჩანთები და დიდი მოლოდინები ტრიალებს.

ვულოცავთ, პატარებსა და მათ მშობლებს ამ განსაკუთრებულ დღეს. გისურვებთ საინტერესო, შემოქმედებით და წარმატებულ სასწავლო წელს! ჩვენ დაუღალავად ვიზრუნებთ თქვენი შვილების აღზრდა განათლებისთვის, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, გმადლობთ, რომ თქვენი შვილების მომავალი ჩვენ გვანდეთ დარწმუნებული იყავით იმედებს არასოდეს გაგიცრუებთ. ჩვენი პროფესიონალი პედაგოგების გუნდი ყოველთვის ზრუნავდა და იზრუნებს თქვენი შვილების ღირსეულ მოქალაქეებად და სწავლულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის. თქვენ ჩვენი შვილები ხართ, სკოლაში ატარებთ უმეტეს დროს და მშობლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ თავი ბედნიერად იგრძნოთ და ყოველთვის მოგიხაროდეთ სკოლისკენ, გვიყვარხართ და გვეიმედებით ჩვენო ბავშვებო, თქვენთან ერთად აუცილებლად შევქმნით ნათელ მომავალს!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

სასწავლო წელი აგერ უკვე მესამე კვირაა დაიწყო, პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება