| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტი - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გამოირჩევა თემის განსაკუთრებული ჩართულობით, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს პროექტის სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, პროექტის მხარდაჭერის მიზნით, 2000-2001 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - მარიკა ქავზინაძემ, ცირა ბენდელიანმა და თათია კეკუტიამ, თავიანთი კლასის სახელით, რამდენიმე ძირი მცენარე დარგეს სკოლის ეზოში.
„ასევე, ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შემოურთდა და სკოლის ეზოს მწვანე სივრცის მოწყობით მიზნით, სოფლის მკვიდრმა, ჩვენი მოსწავლეების ბაბუამ - მურმან კოპალიანმა დარგო მცენარის ნერგები“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ყველას, ვინც სკოლის ეზოს გამწვანებაში წვლილი შეიტანა.
„მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, პროექტის და სკოლის ხელმძღვანელობის სახელით, სკოლის ეზოს მწვანე სივრცის მოწყობაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტის ფასილიტატორი იამზე ფანცულაია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ