სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა განათლების გლობალურ სამიტში მიიღეს მონაწილეობა
29-09-2026
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგები წარმატებით უწყობენ ფეხს საერთაშორისო საგანმანათლებლო სიახლეებს, მონაწილეობენ გლობალურ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, აზიარებენ ცოდნას და იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას.

ახლახან, სკოლის პედაგოგებმა ბაქოში გამართულ განათლების გლობალური სამიტში (Global Education Summit 2026) მიიღეს მონაწილეობა.

სამიტმა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან განათლების ლიდერებს, ინოვატორ პედაგოგებს, სკოლის ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ჯილდოების მქონე მასწავლებლებს უმასპინძლა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ზაზა ფერაძის სახელობის შორაპნის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი, ქალბატონი ინგა ხარჩილავა, მონაწილეობდა Global Education Summit – Baku 2026-ში საქართველოს ქვეყნის კოორდინატორის რანგში. ასევე საამაყოა, რომ სამიტში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი მზია კვინიკაძე. ქალბატონი მზია კვინიკაძე აქტიურად არის ჩართული Teachers Community Georgia-ს საქმიანობაში, ესწრება კლუბის ვებინარებსა და კონფერენციებს და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. იგი ასევე იყო 2026 წლის თბილისისა და ბაქოს სამიტების მონაწილე, სადაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ საგაკვეთილო პრაქტიკაში წარმატებით იყენებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდას.

ქალბატონი მზია გახლავთ საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია „100 ქართველი ქალის“ ზესტაფონის ორგანიზაციის მდივანი და აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეების მონაწილეობას ორგანიზაციის სხვადასხვა ღონისძიებაში. ამასთანავე, იგი არის მწერალთა და ხელოვანთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ ნამდვილი წევრი. მის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი პოეზიის ნიმუშები გამოქვეყნებულია აკადემიის ანთოლოგიებში და გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში კულტურათაშორისი დიალოგისა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.

Global Education Summit – Baku 2026 გაიმართა 2026 წლის 12 სექტემბერს აზერბაიჯანში, European Azerbaijan School-ში. სამიტი ორგანიზებული იყო AKS Education / Alert Knowledge Services-ის მიერ. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იყო: “Leading Education in the Age of AI, Innovation & Human Potential” - განათლების ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციისა და ადამიანური პოტენციალის ეპოქაში.

სამიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები, ინოვაციური პრაქტიკები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები განათლებაში.

ჩვენი მასწავლებლებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული განვითარების, არამედ მიღებული ცოდნის საკუთარ საკლასო ოთახებში გამოყენებისა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით. გვჯერა, თანამედროვე მასწავლებლის პროფესიული განვითარება პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. ვულოცავთ, ჩვენს პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას და ვამაყობთ მათი აქტიური მონაწილეობით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში! ჩვენი მასწავლებლების წარმატება - ჩვენი სკოლის წარმატებაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება