სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ
25-10-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებს პედაგოგები მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სხვადასხვა გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VII ბ კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის - „სკოლა და მუზეუმი“ ფარგლებში, ისტორიის მასწავლებელ სოფიო რომანაძესთან და კლასის ხელმძღვანელ სოფიო შენგელიასთან ერთად, ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ. 

როგორც საგანმანათლებლო ცენტრში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო სივრცეები და მოისმინეს სრული ექსკურსი საექსპოზიციოდ გამოფენილი ექსპონატების ირგვლივ.

მათ ასევე, ისაუბრეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე. ბავშვები საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

„მუზეუმი უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაა, ამიტომ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევაში. გარდა ამისა, ეს არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის სწავლის მნიშვნელოვანი რესურსი, რადგან მუზეუმების კოლექციები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა ასაკის დამთვალიერებელმა შეიძლება გამოიყენოს განათლების მისაღებად. გიმნაზიის პედაგოგებს საშუალება აქვთ ქობულეთის მუზეუმში სწავლების პროცესი გახადონ უფრო სახალისო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმთან ერთად, სასკოლო საზოგადოებამ სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება