| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ მიღებენ ხარისხიან და სიღრმისეულ ფორმალურ განათლებას, ასევე წარმატებით არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
24 ოქტომბერს, ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება - „საგნობრივი ოლიმპიადა“.
VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წერეს სამინისტროს მიერ მიწოდებული კომბინირებული ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
კონკურსის მეორე ტურში მონაწილეებს სამინისტრო გამოავლენს მუნიციპალიტეტების მიხედვით პირველ ტურში მონაწილეთა შეფასებების რეიტინგული სიის 10%-ის ოდენობით თანაბარი პროპორციით.
კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მოსწავლებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!“,-აღნიშნავენ ცენტრში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ