სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელვაჩაურის „ეტალონის გუნდის“ ვინაობა ცნობილია
25-10-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ გამარჯვებული ცნობილია. 25 ოქტომბერს ჩემპიონატი სარფის საჯარო სკოლაში გაიმართა. პირველობისთვის კი ერთმანეთს 32 სკოლის 160 მოსწავლე ეჯიბრებოდა.

ხელვაჩაურის „გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.

 

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ მიმდინარეობისას, მონაწილეებს ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მირიან კვირიტიძემ და მოადგილემ გიორგი ქარცივაძემ. მონაწილეებს წარმატებები უსურვა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემაც. ამასთან, თითოეულმა მათგანმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე. მათი თქმით, ასეთი ღონისძიებები დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე და დადებით როლს თამაშობს სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, ამიტომაც ახალგაზრდებს პროექტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.  

„ეტალონის“ განახლებული, გუნდური ფორმატის ღონისძიება ცოდნის ზეიმი იყო მოსწავლეებისთვის, რომლებიც ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში ეჯიბრებოდნენ და ცდილობდნენ უპირატესობა სხვადასხვა სტრატეგიით მოეპოვებინათ. შეჯიბრის მოუხედავად გუნდურმა ჩემპიონატმა ხელვაჩაურელი მოსწავლეები გააერთიანა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მონაწილეებზე. მათი გულწრფელი ემოციები სიხარული, აღფრთოვანება კი დამსწრე საზოგადოებასაც დიდხანს ემახსოვრება.

 

20 კითხვის შედეგებით კი ხელვაჩაურის სამეული გუნდიც გამოვლინდა: 

პირველი ადგილი 65 ქულით მოიპოვა ქედქედის საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც VII კლასის მოსწავლე ლუკა კოპინაძე ხელმძღვანელობდა. გუნდის შემადგენლობა კი ასეთია: ანამარია მსხალაძე - VII კლასი, ნუცა მსხალაძე - VII კლასი, ანასტასია მსხალაძე VI კლასი და ნინი კვირიტიძე VI კლასი.       

მეორე ადგილი 62 ქულით მოიპოვა ორთაბათუმის საჯარო სკოლის გუნდმა, რომლის კაპიტანიც VII კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ტარიელაძე იყო. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ანიტა აბესლამიძე - VII კლასი, თიკა დავითაძე - VI კლასი, ელენე კონცელძე - VI კლასი, გურამ აბესლამიძე - VII.        

მესამე ადგილზე კი ასევე 62 ქულით თხილნარის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომლის კაპიტანი იყო - ელენე აბესლამიძე VII კლასის მოსწავლე, გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლიზი ცეცხლაძე - VII კლასი, გიორგი დევაძე - VII კლასი, ნინი აბულაძე - VII კლასი, ანდრია ფუტკარაძე - VI კლასი.   

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა ქულათა ერთნაირი რაოდენობა - 62 დააგროვეს, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში ახერხებს აღნიშნული შედეგის დადებას. ორთაბათუმის საჯარო სკოლის გუნდმა 62 ქულა 264.25 წამში მოიპოვა, ხოლო თხილნარის N2 საჯარო სკოლის გუნდმა - 357.27 წამში მოიპოვა. შესაბამისად უპირატესობა და მეორე ადგილი სწორედ ორთაბათუმის სკოლის გუნდმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება