სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, იზრუნე შენც!“ - საკობიანოს საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღეს პროექტი მიეძღვნა
24-10-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მის დაცვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა ჩართულობით გარემოსდაცვითი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან (22 ოქტომბერი) დაკავშირებით, პროექტი - „დარგე ხე, ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, იზრუნე შენც!“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა თავიანთი სურვილითა და ინიციატივით მიიტანეს ნერგები და სკოლის დიდ ეზოში საკუთარი ხელით დარგეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„ცნობილია, რომ ერთი მოზრდილი ხე წელიწადში დაახლოებით 120 კილოგრამამდე ჟანგბადს იძლევა, რაც სამი ადამიანის სიცოცხლისათვის სრულიად საკმარისია. ამიტომ, სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები ვარაუდობენ, რომ შემდგომში უფრო ფართომასშტაბიანი გახადონ ეს პროექტი, რითაც არაერთი სიცოცხლე გადარჩება და უფრო ლამაზიც გახდება გარემო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეთა ლოზუნგი იყო - „ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, იზრუნე შენც!“.

„სკოლაში წარმატებას ვუსურვებთ ამ საოცარ ბავშვებს და ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდებათ“, - აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელენე აბულაძე. 

სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხეთბან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება