სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სპორტული დღეები და პირველობისთვის მებრძოლი მოსწავლეები - საინტერესო პროექტი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
24-10-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წახალისებასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, მიმდინარეობს პროექტი - „სპორტული ქალაქი ოლიმპო“, რომელიც დაფინანსებულია სამოქალაქო განათლების პროგრამისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტის“ მიერ. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლაში ტარდება ტურნირი სპორტის ორ სახეობაში: ხელბურთსა და კალათბურთში.

ამჯერად, მე-7 - მე-8 კლასების ფინალური შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა VIIბ კლასის მოსწავლეთა გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით: ლიზი სამანიშვილი, ბარბარე ჯალაღანია, ნინი დავითულიანი, იაკო ჯიქია, ნუცა დარბაიძე, ანა ფანცხავა და ლიკა ონიანი.

კლასის დამრიგებელი კი, თამარ გრიგოლია გახლავთ. 

სკოლაში, პროექტის სპონსორებს ხელშეწყობისთვის და პედაგოგებს კი საინტერესო აქტივობებისთვის დიდი მადლობას უხდიან. 

„დიდი მადლობას ვუხდით პროგრამის სპონსორებს, სკოლის პედაგოგებს პროექტის ორგანიზებისთვის. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მოზარდ თაობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება