სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ ია მეფარიშვილი აირჩია 
24-10-2023
-
+


აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭოს წევრებმა სკოლის ხელმძღვანელად სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ია მეფარიშვილი აირჩიეს.  

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ, ია მეფარიშვილს კი წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„ქალბატონი ია არც ისე დიდი ხანია რაც მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და თავისი ადამიანობითა და ლიდერობის ნიჭის წყალობით თანამშრომლების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ის დიდი ტრადიციები, რაც ჩვენს მშობლიურ სკოლას გააჩნდა დიდი ენთუზიაზმით გრძელდება. ერთ გუნდად შეკრულმა კოლექტივმა წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია და რაიონში ერთ-ერთი მოწინავე სკოლის სახელიც დავიმკვიდრეთ, რაც გუნდურობის და პოზიტიური გარემოს დამსახურებაა. ნათქვამია „ლიდერის ფუნქციაა -შექმნას უფრო მეტი ლიდერი და არა მიმდევარი“, ეს ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენს მშობლიურ სკოლაში.

ქალბატონო ია გილოცავთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც ასეთი დიდი ტრადიციების სოფლის სკოლის დირექტორობა ჰქვია. გისურვებთ პირად და კარიერულ წინსვლას!“,- ვკითხულობთ სასკოლო საზოგადოების გავრცელებულ წერილში. 

ამჟამად, სკოლებში ხელმძღვანელების არჩევნები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება