სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 სკოლას 6 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
24-10-2023
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში, უმნიშვნელოვანესი და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის 6 სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა 20 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სკოლამ, ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა და პროექტის პარტნიორ თუ არაპარტნიორ 6 სკოლას უმასპინძლა.

სკოლას, თბილისის N154, N141, N32, N129, N149 და N45 სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

სასკოლო საზოგადოებამ, სტუმრებს საინტერესო და ნაყოფიერი სკოლის ტური შესთავაზა. ისინი დაესწრნენ ეკოკლუბის შეკრებას და გაეცნენ საკლუბო მუშაობის უშუალო პროცესს, ასევე, სტუმრები ეწვივნენ ბიოლოგიის და ქიმიის პედაგოგებს და დაესწრნენ მათ საინტერესო გაკვეთილებს.

სტუმრებმა, „მაგთის ოთახში“, ციფრულ ლაბორატორიაში თვალი მიადევნეს მათემატიკის სახალისო და შემეცნებით გაკვეთილს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა სახალისო აქტივობებში.

სკოლის ტური მყუდრო ბიბლიოთეკის მონახულებით და სამკითხველო საათზე დასწრებით დასრულდა,  რომლის ფარგლებშიც მასპინძელმა მკითხველთა კლუბელებმა და სტუმრებმა გაცვალეს ლიტერატურული შეხედულებები და მოსაზრებები.

შეხვედრის ბოლოს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალმა თავმჯდომარემ - დეა კვირკველიამ სტუმრებს გაუზიარა თვითმმართველობის მუშაობის პრაქტიკა, დაგროვილი გამოცდილება და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაცია.

ასევე სამოქალაქო განათლების კლუბის „მომავლის თაობის“ თავმჯდომარემ - თათა სამუშიამ და მოადგილემ - სოფო სანამიანმა საიმიჯო კლიპით და საინტერესო პრეზენტაციით გაუზიარეს თანატოლებს კლუბის მუშაობის სპეციფიკა და წარმატებული პრაქტიკა .

პანელური დისკუსია გამოცდილების გაზიარებით დაგვირგვინდა, შეხვედრაზე დაიგეგმა საერთო კოლაბორაციული პროექტები, რომლებსაც უახლოეს მომავალში განახორციელებენ.

სკოლაში, სტუმრებს მადლობას უხდიან სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის 

„მადლობა სტუმრებს ვიზიტისთვის, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება