| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ხავერდოვან და ბარაქიან წელიწადის დროს - შემოდგომას, განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან.
ტრადიცია, რომელსაც სკოლის დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი, მოსწავლე - მასწავლებლებში დიდი ჟრიამულის და სიხარულის მომტანია.
ამ დღეს, ეზოში იშლება ქართული ნაციონალური სუფრა, გამოიფინება სამოსი და ხალხური საკრავები. წელს, პირველკლასელებმა, უფროსების დახმარებით, დიდი ინტერესით, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ, პირველკლასელების დამრიგებლებმა - ნინო გაგოევმა და ეკა ბიბილურმა მოსწავლეებს საშემოდგომო ტრადიციების მნიშვნელობა აუხსნეს.
მუსიკის მასწავლებელმა - ნინო ბიბილურმა ტრადიციული ხალხური სიმღერებით და პატარებმა კი, შთამბეჭდავი ნომრებით, გაალამაზეს და გაახალისეს ღონისძიება.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ამგვარი ღონისძიებები, მნიშვნელოვანია, ქართული ტრადიციების გაცნობის კუთხით, ამით მოსწავლეები ბავშვობიდანვე ეჩვევიან გუნდური მუშაობის პრინციპს, შედეგებსა და მნიშვნელობას.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ