| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზარინე ვარტანიანი, რომელმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა კომპიუტერით დაჯილდოვდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი ზარინე ვარტანიანმა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში მიიღო.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ.
„მიუხედავად მოსწავლეთა მცირე რაოდენობისა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლემაც მიიღო კომპიუტერი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 ოქტომბერს კი სკოლის დირექტორმა - მელანია ვარტანიანმა, წარჩინებულს მოსწავლეთა თანდასწრებით საზეიმოდ გადაეცა კომპიუტერი, მას დამსახურებული ჯილდო მიულოცა და ამ გზით, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიდევ ერთხელ, აუმაღლა მოტივაცია მოსწავლეებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ