სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის პედაგოგის - მარიკა ჩხაპელიას პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა
23-10-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მასწავლებლების განვითარებასა და მათი პროფესიული წინსვლის მხარდაჭერას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ განვითარებისა და უცხოელი პედაგოგების გამოცდილების გასაცნობად, ინგლისური ენის მასწავლებელი - მარიკა ჩხაპელია eTwinningplus-ის პროექტში ჩაერთო.

პედაგოგი, მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდასა და წინსვლაზე. მან ამ პროგრამის ფარგლებში შექმნა პროექტი, რითაც ძალიან დააინტერესა სხვა დანარჩენი მონაწილეებიც.

პროექტის თემა კი - Body Parts („სხეულის ნაწილები“), გახლდათ, რომელიც პედაგოგმა მე-2 კლასში განახორციელა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავდა:

  • მოსწავლეების მოტივაციას გაზრდას;
  • კულტურული ცნობიერების ამაღლებას;
  • ტექნოლოგიების გამოყენებას;
  • ლექსიკის გამდიდრებას ინგლისურ ენაზე;
  • ვიზუალურ მასალებთან მუშაობას;
  • შეისწავლეს სიმღერები სხეულის ნაწილებზე;
  • ურთიერთთანამშრომლობას და კულტურის გაზიარებას.
პარტნიორი ქვეყნები- თურქეთი, საქართველო, გერმანი, ჩეხეთი, რუმინეთი.

etwinning-ის პროექტში მონაწილეობდა 12 სკოლა და აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები აქტივობებთან დაკავშირებით. პროექტის ყველა აქტივობა ატვირთულია etwinning პორტალზე - Body Parts | ESEP (europa.eu).

18 ოქტომბერს კი, ამ პროექტმა მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშანი საერთაშორისო პროექტში „სხეულის ნაწილები“. 

შეგახსენებთ, რომ eTwinningplus არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ქართველ და ევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება