| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
„აი იას“ ბავშვებმა პედაგოგ ირმა ხუხუნაიშვილთან ერთად, სიხარულით უმასპინძლეს.
„ლამაზი ფერებითა და საინტერესო აქტივობებით შემობრძანდა „აი ია“ ჩვენი სკოლის პირველ კლასში“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო გაჯერებული, რომელიც პირველკლასელებმა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით შეასრულეს. ისინი ყურადღებით გაეცნენ ახალ ასოებს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
დირექტორი თამარ თოხაძე პირველკლასელებს ულოცავს „ანბანეთში“ შებრძანებას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
„ჩემო პატარებო, ირმა მასწავლებელთან ერთად გისურვებთ, ბედნიერ და წარმატებულ მოგზაურობას ანბანეთში“, - ამბობს დირექტორი.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში აქტიურ ჩართვას სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ