სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელს უწევს ყოფნა რიგით ჯარისკაცად, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვისაა დაბადებული“- ზვიად ყალიჩავა, აფხაზეთის N2 სკოლის პედაგოგი
23-10-2023
-
+


„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა!“  - ფრაზა, რომელიც აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგისთვის - ზვიად ყალიჩავასთვის, პროფესიულ კანონზომიერებად იქცა და რომელმაც განაპირობა, წლების მანძილზე მისი წარმატებული, პედაგოგიური საქმიანობა. როგორც თავად აღნიშნავს, მასწავლებელი რიგით ჯარისკაცია, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის, წარმატებისთვისაა დაბადებული - ამ მოტივით, ის მუდამ მწვერვალებისკენ მიისწრაფის და ცდილობს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ინტელექტუალური, ერუდირებული და განათლებული თაობების აღზრდაში. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ზვიად ყალიჩავასთან: 

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- მოსწავლეები უფრო დიდი ინტერესით ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. ასევე, მიიღებენ მონაწილეობას შიდასასკოლო და სკოლებს შორის დაგეგმილ კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობას.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- ის თუ როგორ და რა ინტენსივობით ავლენენ მისი მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. აგრეთვე, მასწავლებელს წარმატებულს ხდის მოსწავლის მიმართ გაცემული კორექტული უკუკავშირი... უპირველესად, მასწავლებლის წარმატება მისი მოსწავლეების წარმატებაა. ამისთვის მას უწევს ყოფნა რიგით ჯარისკაცად, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის, წარმატებისთვისაა დაბადებული.  

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო...

- აუცილებელია საგაკვეთილო მასალა მიაწოდო და დაანახო სიახლეებთან, თანამედროვეობასთან ფარდობითობით... არ მოსთხოვო უყვარდეთ თქვენი საგანი, უბრალოდ ეცადე და დანარჩენს თვითონ იგრძნობენ...

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- ნასწავლი საკითხი/საკითხები დააკავშირონ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან. ეცადონ, რომ მათ მიერ გამოთქმული ვარაუდები გაამყარონ არგუმენტებით.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- არის სკოლების მეტი აღჭურვა ტექნოლოგიურად, რადგან ჩვენ ვასწავლით XXI საუკუნის მოსწავლეს. მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ თანამედროვე ტექნოლიგიები. ვისურვებდი საბაზო და საშუალო საფეხურზე სკოლებში შემოიღონ საგნად დაპროგრამების საფუძვლები. აღნიშნული სიახლის შემოტანით ვფიქრობ, მოსწავლეთა უფრო მეტი ნაწილი იქნება მეტად შემოქმედი, ინოვატორი.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- ეფექტიანად შევძლებდი ჩემი მასწავლებლების საუკეთესო მიდგომების/მეთოდების გადმოტანას საკლასო ოთახში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ XXI საუკუნის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახში შემომეტანა სიახლე, რომელიც იქნებოდა გათვლილი მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, თუმცა რამოდენიმე მეთოდი, რომელიც სიახლე მეგონა ის უკვე გამოცდილი ყოფილა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. აღნიშნულმა გარემოებამ, პირიქით, მიბიძგა ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში დავნერგო სიახლე, რომელიც იქნება საკუთარი მიგნება. ამ საკითხზე ვფიქრობ ...

მუდმივად ვცდილობ მივიღო უკუკავშირი მოსწავლეების ინტერესების, ცოდნის, უნარების, გაგების დონის შესახებ და ეს ინფორმაცია სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის გამოვიყენო. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში ხშირად გამომეყენებინა დიფერენცირებული სწავლების პრინციპები. წლების განმავლობაში ხშირად ვიყენებდი და ახლაც ვიყენებ დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს. ეს მეთოდი ეფექტიანად მუშაობს სწავლა-სწავლების პროცესში. მოგეხსენებათ, დიფერენცირებული სწავლება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მასწავლებელი, რომელიც იყენებს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, ღრმად არის დარწმუნებული, რომ ყველა მოსწავლეს აქვს განსაკუთრებული უნარები, თავისი ძლიერი მხარე, შესაძლებლობები, ასევე სირთულეები და ყოველივე ამის გათვალისწინებით გეგმავს სწავლებას. ამგვარ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავის რწმენა და მიაღწიოს წარმატებას სწავლაში.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- ხშირად გავეცნოთ სიახლეებს. საჭიროებისამებრ, დავესწროთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. აგრეთვე, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას გავეცნოთ სხვადასხვა ქართულ ისე უცხოურ სტატიებში. ვეცადოთ, მიღებული ცოდნის რეალიზებას ჩვენს საკლასო ოთახებში...

„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა!“ 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება