სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუასურების საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
23-10-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შესაბამისად, სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან (14 ოქტომბერი) დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნის (მიზანი15: სიცოცხლე ხმელეთზე) გაცნობა მოსწავლეებისთვის.    

ასევე, ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა უნარჩვევის განვითარებას:

  • შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა;
  • ჩართულობა.

ეროვნული სასწავლო გეგმიდან პრიორიტეტული თემა იყო - გარემოს დაცვა

  1. ღონისძიების მოკლე გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:
  2. პრეზენტაციის მომზადება (ელექტრონული);
  3. ტყის მაკეტის შექმნა (შემოდგომის ფრაგმენტი „ტყეში“);
  4. კედლის გაზეთის შექმნა;
  5. თემასთან დაკავშირებული მოთხრობებისა და ნახატების შექმნა.
  6. შეფასება-ანალიზი.

ღონისძიებს შედეგს კი წარმოადგენს: 

  • სიღრმისეული სწავლება;
  • ცოდნის სამივე კატეგორიის  დაუფლება - (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული);    
  • ცოდნის ურთიერთდაკავშირება.

ღონისძიება მოამზადეს მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, მაკეტის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩართული მე-7,-მე-8 კლასის მოსწავლეებიც.

ღონისძიება ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლია რამიშვილისა და ბუნებისმეტყველების  მასწავლებელ ნატო შათირიშვილის ხელმძღვანელობით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება