| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არსებული ინფრასტრუქტურისა და მატერიალური ბაზის შესაბამისად, სწორად დაგეგმილი ფიზიკური აქტივობის გაკვეთილების ჩატარებას.
გაკვეთილებს კი, დიდი ყურადღებითა და ენთუზიაზმით მასწავლებელი - ივანე კობახიძე ხელმძღვანელობს.
მოსწავლეები ხალისით ერთვებიან, როგორც კლასში, ასევე კლასგარეშე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში. მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად გეგმავენ და აწყობენ სახალისო სპორტულ შეჯიბრებებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი და დაგეგმეს მშობლებისა და მასწავლებლების თანხმობით მეზობელი სკოლების მოსწავლეებთან ერთად ჩაატარონ - „მხიარული სტარტები“.
სკოლა მოხარულია ინიციატივით, რადგან მოსწავლეები გაამრავალფეროვნებენ სასკოლო ცხოვრებას, ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, მეგობრობას, გაიზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას.
სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ეს ყველაფერი მოსწავლეებს დაეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, რაც ხელს შეუწყობს ჰარმონიულად განვითარებული თაობების ჩამოყალიბებას.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ