| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, ინტერესითა და მოტივაციით გამოირჩევა. ექსკურსია სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით უნარებს.
ამჯერად, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო.
მეხუთეკლასელები, კლასის დამრიგებლის, ნატო ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით, სტუმრობდნენ ქალაქ წყალტუბოში „მათეს მარანს“, სადაც მასპინძელმა შემოდგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები შესთავაზა.
მოსწავლეებმა თავიანთი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები და მოახვიეს ხინკალი. ასევე, გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ისტორიას.
ექსკურსიიდან მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ