სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო
23-10-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი  - ლამზირა ოსეფაშვილი, ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე მიიწვიეს. 

შეხვედრა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რუსთავის N15 საჯარო სკოლაში გაიმართა. ლამზირა ოსეფაშვილი
ქვემო ქართლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიწვევით იმყოფებოდა.

შეხვედრაზე თავი მოიყარეს სხვადასხვა სკოლის პედაგოგებმა. თავშეყრის მიზანი კი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, წიგნის ავტორთან - სოფო ბაჩილავასთან შეხვედერა იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე, ავტორმა პედაგოგებს ახალი სახელმძღვანელო - „სიმულაციური თამაშები“, წარუდგინა.

მომხსენებელმა, სიმულაციური თამაშების მნიშვნელობაზე, პრაქტიკასთან კავშირზე ისაუბრა, ხოლო შემდგომ  პედაგოგებმა მოირგეს როლები და ითამაშეს სიმულაციური თამაშები. დასასრულს კი რეფლექსიის სახით გამოხატეს რას გრძნობდნენ, რა ემოციები დაეუფლათ, ვისი როლი შეასრულეს, როლიდან გამოსვლის შემდეგ კი, ობიექტურად შეაფასეს  სიტუაცია.

სიტუაცია მორგებული იყო ერთ-ერთ ქვეყანას, მისი ისტორიის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს უნდა მოერგოთ სხვადასხვა როლები: მოქალაქე, პრეზიდენტი, პედაგოგი, ექიმი, ტაქსის მძღოლი, სტომატოლოგი, ბიზნესმენი, ჟურნალისტი, ჟურნალის რედაქტორი და სხვა.

აღსანიშნავია, რო პროცესი მეტად საინტერესო და სახალისო იყო. 

ლამზირა ოსეფაშვილის თქმით, ასეთი ტიპის აქტივობების შეტანა საკლასო ოთახში, გააუმჯობესებს საკლასო კლიმატს, მოსწავლე სწავლობს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და გადაწყვეტილების მიღებას.

რეფლექსიის შემდგომ, სოფო ბაჩილავამ პედაგოგებს დაურიგა წიგნები, რესურსებთან ერთად, რომელსაც კლასში გამოიყენებენ.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება