| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ეუფლებიან. მათ მოტივაციაზე კი მასწავლებლები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს პირველ ასო-ბგერებს საზეიმოდ აცნობენ.
ახლახან, ანბანი Iა კლასში შებრძანდა. „როგორ ელოდნენ ამ დღეს ეს პატარები და ისიც დადგა. ლურჯთვალა იამ შემოანათა დღეს Iა კლასში და პატარებს ქართული ანბანის კარი გაუღო“,- გვიყვებიან სკოლაში.
პედაგოგმა მოსწავლეები მრავალფეროვან საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართო და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. სწავლასმოწყურებულმა პატარებმა კი ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში თამამად შეაბიჯეს.
„საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ ანბანეთში, ჩემო ძვირფასებო!“,- მიმართავს პედაგოგის პირველკლასელებს და საანბანო პერიოდის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ