სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კიბერბულინგი - ციფრული ეპოქის გამოწვევა“ - ივანდიდის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებისა და მათი მშობლების ჩართულობით საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
20-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მათ შორის, მეოთხე კლასის მოსწავლეებისა მათი მშობლების ჩართულობით სკოლაში  ხორციელდება  პროექტი -„კიბერბულინგი-ციფრული ეპოქის გამოწვევა“.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სასკოლო საზოგადოების შეხვედრა შსს ხონის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან: უბნის უფროს ინსპექტორთან, პოლიციის ვიცეპოლკოვნიკ ლია ჯაიანთან და გამომძიებელთან, პოლიციის მაიორ კობა სებუასთან.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კიბერბულინგთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მოზარდებისთვის კიბერბულინგი, როგორ შეიძლება აღმოვაჩინოთ ეს პრობლემა და რა გზები არსებობს მისი თავიდან აცილებისთვის. ასევე ისაუბრეს, რა პასუხისმგებლობა აკისრია  სამართლებრივი კუთხით თითოეულ მოქალაქეს.

მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, თუ როგორ უმკლავდებიან მსგავს გამოწვევას. 

„მადლობა სასკოლო საზოგადოებას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისთვის, მოწვეულ სტუმრებს საინტერესო შეხვედრისთვის და ჩვენი სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ ლია ჩიხლაძეს აღნიშნული შეხვედრის ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის ხელმძღვანელი იამზე ფანცულაია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება