| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა და აქტიურმა მოხალისეებმა: ლიზი გორგაძემ, მეგი მახარაძემ, ლინდა ხალვაშმა, თიკა ჭაღალიძემ, ელენე სურმანიძემ, პროექტი „მე ვარ მოხალისე, გახდი შენც“ ჩაატარეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოხალისეობის მნიშვნელობა განიხილეს, ისაუბრეს თუ რისთვისაა აუცილებელი იყვნენ აქტიური მოქალაქეები და ასევე ამასთან დაკავშირებით საინტერესო მაგალითები მოიყვანეს.
მერვეკლასელებს სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ, მათაც იმსჯელეს და ცოდნა გაიღრმავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში აქტიურად იყო ჩართულო ორი მოხალისეობრივი ორგანიზაცია „ნიუჰოუპ/Newhope“ და „ნიუმოდერნს/Newmoderns“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ