| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს უვითარებს და მათ მოტივაციას ზრდის.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - მარინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით, ბიოლოგიაში თემის - „ცხოველთა ქსოვილების“ შესწავლის შემდეგ იმუშავეს პროექტზე - „რეგენერაციული მედიცინა“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია, დაეხარისხებინათ და ემსჯელათ თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე.
მათ დაამუშავეს და კლასში წარადგინეს თემები: 1. ქსოვილური ინჟინერია; 2. მატრიცები ორგანოებისთვის; 3. ბიო-პრინტერები და 4. ხელოვნურად შექმნილი ქსოვილები და ორგანოები.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ