სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მატნის N2 სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ლეილა ბათურიშვილი აირჩია
20-10-2023
-
+


ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ერთხმად აირჩია განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი ლეილა ბათურიშვილი.

ლეილა ბათურიშვილმა წარმატებით ჩააბარა დირექტორის საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე წარმატებით დაძლია გასაუბრების ორივე ეტაპი. 16 ოქტომბერს, კი სამეურვეო საბჭომ უფლებამოსილება მიანიჭა. 

ლეილა ბათურიშვილი სასკოლო საზოგადოებას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის და ჰპირდება, რომ სკოლის საკეთილდღეო საქმეს კვლავაც ღირსეულად ემსახურება. 

„მადლობა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სამეურვეო საბჭოს, სასკოლო საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. კვლავაც მაღალი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით გავაგრძელებ მოღვაწეობას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, გუნდური მუშაობით, ურთიერთთანამშრომლობით, საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სიახლეების დანერგვისათვის“, - აღნიშნავს ლეილა ბათურიშვილი. 

​აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება