| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N219 საჯარო სკოლაში, 13 ოქტომბერს, დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ხმათა სრული უმრავლესობით დირექტორად დატოვა ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგი შალვა ხუციშვილი.
საბჭომ ის მეორე ვადით აირჩია.
სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ. თანამშრომლები შალვა ხუციშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ.
„სიყვარულითა და დიდი პატივისცემით ვულოცავთ ბატონ შალვას ამ წარმატებას! სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და უდიდეს შემართებას იმ დიად საქმეში, რასაც მოსწავლეთა სწავლა - განათლება ჰქვია!
ბედნიერებაა, ყოველ ცისმარე დღეს მიგეჩქარებოდეს იმ გარემოში, რომელშიც სიკეთე, უანგარობა, თანადგომა და ჰარმონია სუფევს. ეს, რა თქმა უნდა, თქვენი დამსახურებაა, გვეამაყებით ბატონო შალვა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ