სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მხიარული თავგადასავალი წიგნიერების სამყაროში - თერჯოლის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
19-10-2023
-
+


თერჯოლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პირველკლასელებმა „ანბანეთში“ დიდი ენთუზიაზმით შეაბიჯეს. 

პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვები მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებში ჩართო. 

„Iბ კლასმა ქართული ანბანის შესწავლა იაკობ გოგობაშვილის „დედაენით“ დაიწყო და პირველად სწორედ ლურჯთვალა „ია“ აღმოაჩინა. გაბუტული ხმოვნებიც სიმღერ-სიმღერით შემოირიგეს და ერთად, სიყვარულით, მეგობრულად და მხიარულად დაიწყეს ყველაზე საინტერესო თავგადასავალი წიგნიერების სამყაროში“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროში მათი მეგზური ახალგაზრდა, ენერგიული და საქმეზე შეყვარებული მასწავლებელი თინიკო კუპატაძე იქნება.

სკოლის დირექცია და პედაგოგები პატარებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ. 

„ბედნიერებით სავსე წლები გაგეტარებინოთ სკოლის კედლებში, ბავშვებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება