სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს თემის N1 სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტის -„მოიარე საქართველო“ ფარგლებში, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
19-10-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე დადებითად აისახება.  

ამჯერად, სკოლაში ხორციელდება ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების - ფიქრია კვირიკაძისა და ირინე აბრალავას მიერ დაგეგმილი გრძელვადიანი პროექტი - „მოიარე საქართველო“, რომელიც გასვლით ღონისძიებებს მოიცავს. 

პროექტის ფარგლებში ექსკურსია მოეწყო საჩინო-მარტვილის მიმართულებით. 

მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ესტუმრნენ მარტვილის მკვიდრს, მევენახე ზაზა გაგუას, რომელსაც საკუთარი მარანი და მეურნეობა აქვს სოფელ თარგამულში.

ვიზიტი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.

„ფერმერმა გაგვაცნო სამეგრელოში გავრცელებული ვაზის ჯიშები, ღვინის დამზადების ძველი და ახალი ტექნოლოგიები, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რითაც ხელს შეუწყობს მეღვინეობის განვითარებას არა მხოლოდ კონკრეტულ რაიონში, არამედ მთლიანად რეგიონში და მთელს ქვეყანაში“,- გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ყურძნის კრეფაში, დაათვალიერეს ღვინის კოლექცია, რომელიც ევროპის 14 ქვეყანაში იყიდება. 

„ჩვენი სკოლის და მთელი სამეგრელოს სახელით, მადლობას ვუხდით, ბატონ ზაზას, თავისი კუთხის პატრიოტს, იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც ემსახურება. წარმატებას ვუსურვებთ და ვისურვებთ ბევრ მისნაირს საქართველოში“,- დასძენს სკოლის წარმომადგენელი. 

მოსწავლეთა ინტერესის მორიგი ობიექტები იყო მარტვილის კანიონი, სალხინოს დადიანების რეზიდენცია და მარტვილის ტაძარი, რომელსაც სიხარულით ესტუმრნენ.

მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ შინ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება