| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მათემატიკის სწავლა რომ სახალისოა, ამას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ყოველდღიურად ამტკიცებენ.
სწავლასმოწყურებული მოსწავლეები მათემატიკას მეცნიერებათა დედოფალს უწოდებენ, პედაგოგები კი მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში მათემატიკის კათედრის (ხელმძღვანელი - მარინა მაისურაძე, წევრი - ეთერ გოგაძე) და დაწყებითების კათედრის (ხელმძღვანელი - ნანა ხიზანეიშვილი, წევრები - ირმა კობიძე და ლია სიმონიშვილი) ორგანიზებით ჩატარდა მათემატიკის კვირეული.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული ემსახურებოდა მათემატიკური ცნობიერების გაზრდას, თამაშ-თამაშით, ერთი შეხედვით მარტივი ხრიკებით, იმ მათემატიკური უნარების განვითარებას, რომელიც თანამედროვე საზოგადოების წევრს გამოადგება როგორც სასკოლო მასალის ათვისება - განმტკიცებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„თანამედროვეობაში საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ სასწავლო სივრცე“,- დასძენენ სკოლაში და კვირეულის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ