სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისურვებდი, სკოლაში ხაზვის სწავლება აღდგეს“ - თელავის N6 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან აჩუაშვილი
19-10-2023
-
+


თელავის N6 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან აჩუაშვილი კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის თავის კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს და მათგანაც იმავეს იღებს, რადგან ფიქრობს, ეს მათ პროფესიაში მნიშვნელოვანია. მოსწავლეებისთვის რჩევებს არ იშურებს, მათ ხშირად ეუბნება, რომ ბევრი ისწავლონ, იყვნენ ყურადღებიანი და დრო ფუჭად არ დახარჯონ. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან აჩუაშვილი პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- უკეთესის.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- წარმატებული მოსწავლე.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- კომპლექსური მუშაობა მასთან.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- რომ იყვნენ ყურადღებიანები, სამართლიანები და დროის ფასი იცოდნენ, არ დახარჯონ დრო უქმად.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- მეტი დრო დაუთმონ ტექნიკურ საგნებს, აღდგეს ხაზვის სწავლება სკოლაში.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ტექნიკური საგნების სწავლებას ასე ცოტა დრო დაეთმობოდა და ხაზვა საერთოდ გაუქმდებოდა სკოლაში.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობა საკუთარ პროფესიაში.  წარმატებული პროექტების გაცნობა და მათში მონაწილეობა, კოლეგებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და ა.შ

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება