სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოჩიოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებთან სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე საინტერესო შეხვედრა გამართა
18-10-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში, არაქართულენოვანი მოსწავლეების საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციაზე ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლის კურსდამთავრებულმა არევიკ ბალასანიანმა, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას უდიდესი ყურადღება ექცევა ქვეყანაში. არაერთი  საგანმანათლებლო პროგრამაა ჩართული ამ სახელმწიფოებრივ საქმეში.

სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში, „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ კონსულტანტ-მასწავლებელი - ვენერა მღებრიშვილი ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციისათვის სხვადასხვა აქტივობებს იყენებს.

სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა შეხვედრაც, სადაც არევიკმა სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მომხსენებელი სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას და აქტიურადაა ჩაბმული სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის საქმეში.

ონლაინ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სკოლაში აღნიშნავენ, რომ ასეთი შეხვედრები უფრო დაანახებს სკოლის მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება