სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით წარიმართა
18-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნებისთვის მზადებასა და პროცესის სრულფასოვნად წარმართვაში, მოსწავლეებს კონსულტაცია სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა - ელიზა ლიპარტელიანმა და შორენა გუბელაძემ, გაუწიეს. 

დებულების თანახმად შეიქმნა საარჩევნო კომისიები, რომელსაც თავმჯდომარეობდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ლია ჩიხლაძე. საარჩევნო პროცედურების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საშუალო და საბაზო კლასების დამრიგებლები.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია თავიანთ კლასებში. მომზადდა საარჩევნო სიები და შესაბამისად მოეწყო საარჩევნო ოთახი.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობდა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა უმრავლესობა. საარჩევნო პროცედურები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

არჩევნების დასრულების შემდგომ კომისიის წევრებმა დაითვალეს ხმები და მონაწილეებს გააცნეს საბოლოო შედეგები.

საბაზო და საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა 13 ოქტომბერს ჩანიშნეს, მოსწავლეთა თვითმმართველობაში, თავმჯდომარეების არჩევისა და ფუნქციების გადანაწილებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება