სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
18-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, დამრიგებლისთვის მიცემული პირობა პირნათლად შეასრულეს. 

საზაფხულო არდადეგების დაწყებისას, მოსწავლეებს დამრიგებელმა - მარიკა კეჩხუაშვილმა წასაკითხად „დაჩის ზღაპრები“ შესთავაზა. პედაგოგი და მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ სწავლის განახლებისას ერთმანეთს თავიანთ შთაბეჭდილებებს გაუზიარებდნენ. 

მოსწავლეები ასეც მოიქცნენ, შთაბეჭდილებებით აღსავსეებმა თავიანთი ემოციები თანაკლასელებს გაუზიარეს, ბევრი იმსჯელეს, წაკითხული გაიაზრეს და კლასის საათის ბოლოს, საინტერესო ინიციატივაც გააჟღერეს. 

მოსწავლეებმა, გამოთქვეს სურვილი მოეწყოთ ექსკურსია და წყალტუბოში, მწერლის - ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გიდობა, ზღაპრების მთავარმა პერსონაჟმა, თავად - დაჩიმ გაუწია.

მოსწავლეებისთვის ექსკურსია შთამბეჭდავი იყო, ისინი შინ ემოციებით დატვირთულები და ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება