| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
სწორედ ამ მოტივით, სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო, ამ დღის დაუვიწყარი ემოციები კი, სასკოლო საზოგადოებას ჯერ კიდევ მოჰყვება.
სასკოლო საზოგადოებისთვის, მოტივაციად იქცა, სასწავლო წლის პირველ დღეს, დირექტორის - შაქრო ხიმშიაშვილის მიმართვა.
დიდი იმედებითა და მოლოდინებით განიმსჭვალნენ პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და განსაკუთრებით პირველკლასელები, რომლებსაც ყველაზე მეტად უხაროდათ სკოლის დაწყება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველკლასელებმა, მხატვრულად წაკითხული ლექსებით უფრო გაახალისეს. დღის ბოლოს კი, ისინი კუთვნილი კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.
ასევე, სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობდნენ, სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძების დასასრულს კი, სკოლამ, საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს, ულევი წარმატება და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ