სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
18-10-2023
-
+


მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი - „ტრანზიციაში დაკარგულები - ცვლილებები და ახალი პერსპექტივები“.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე - „დისიდენტური მოძრაობები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას უძღვებოდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მაია კოჩალიძე. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

  • გაიგეს და გაეცნენ ამ პერიოდის ამსახველ მასალებს და გააკეთეს პრეზენტაციები, მოისმინეს რამდენიმე თვითმხილველთა ვიდეოჩანაწერი. იმსჯელეს, თუ როგორ გამოიყენებდნენ შეხვედრაზე განხილულ თემებს სასწავლო პროცესში.
  • სასკოლო თემთან აქტიური თანამშრომლობით, ძირითადად შეაგროვეს მეოცე საუკუნის 80-90- იანი წლების საყოფაცხოვრებო ნივთები;
  • სააქტო დარბაზში მოეწყო სამუზეუმო გარემო;
  • მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ჩართულობით მოხერხდა ნივთების მარკირება და დაახლოებითი დათარიღება.

აღსანიშნავია, რომ საპრეზენტაციო ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს აღნიშნული პერიოდის განათლების, გართობის, ყოველდღიურობის შესახებ, გაიხსენეს ისტორიები დარბაზში გამოფენილი ნივთების დანიშნულებაზე.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

მოსწავლეებმა, გაიხსენეს საოჯახოდ განხილული თემები აღნიშნულ პერიოდზე და გაავლეს პარალელები თანამედროვე ცხოვრების უპირატესობებზე.

ასევე, მოსწავლეებმა დაგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეს მოკლე ვიდეორგოლები.

სკოლაში, მასწავლებელსა და მოსწავლეებს მადლობას უხდიან აქტიურობის და საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის. 

„მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება