სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში რესურს ოთახის 8 ძირითადი ფუნქცია
26-11-2023
-
+


საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვასთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნა რესურს ოთახები.

რესურს ოთახი წარმოადგენს საჯარო სკოლის გარემოში ორგანიზებულ ოთახს, სივრცე, სადაც მობილიზებულია მატერიალური, ტექნიკური, სასწავლო და პროფესიული რესურსი იმ მოსწავლეების განათლების მხარდასაჭერად, რომელთაც განათლების პროცესში სპეციფიკური საჭიროებები გააჩნიათ. რესურს ოთახი არ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე, არამედ მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ და პროფესიულ რესურს წარმოადგენს მოსწავლეთა განათლებისა და განვითარების მხარდასაჭერად.

რესურს ოთახის მომსახურებით პირველად და შეიძლება ითქვას, ძირითად მოსარგებლეებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები წარმოადგენენ. 

სწორედ იმიტომ, რომ რესურს ოთახში განსაკუთრებული პირობებია შექმნილი და მრავალფეროვანი მატერიალურ-ტექნიკური რესურსია მობილიზებული, ის სასარგებლო შეიძლება იყოს მასწავლებლებისთვის ყველა მოსწავლეზე მაქსიმალურად მორგებული საკლასო და კლასგარეშე პროცესის ორგანიზებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არმქონე იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში გარკვეული მხარდაჭერას საჭიროებენ და სკოლის სხვა ნებისმიერი მოსწავლისთვის. სკოლის მთელი თემის მიერ რესურს ოთახის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს:

რესურს ოთახის სივრცეში შესაძლებელია იმ მოსწავლის აკადემიური მიღწევების/სწავლის შედეგების შეფასების ორგანიზება, რომელსაც გარკვეული აკომოდაციები სჭირდება (მაგ. გაზრდილი დრო, ყურადღების ნაკლებად გამფანტველი გარემო და სხვ.), რაც მოსწავლეს წარმატებულად შესრულების უკეთეს პირობას შეუქმნის.

რესურს ოთახში საგნის მასწავლებელმა და/ან სპეციალურმა მასწავლებელმა ინდივიდუალურად და/ან ჯგუფურად შეიძლება იმუშაოს იმ მოსწავლეებთან, რომელთაც შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ და დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ საკლასო მასალის დასაძლევად.

რესურს ოთახი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა მოსწავლემ, რომელსაც სასწავლო პროცესის დროს ემოციური განტვირთვის, ქცევის რეგულირების, განმარტოებისა და რელაქსაციის საჭიროება აქვს.

რესურს ოთახი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსწავლეთა მიერ სასწავლო პროექტების მოსამზადებლად, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ რესურს ოთახში არსებული ტექნიკურ-მატერიალური რესურსით სარგებლობასაც.

რესურს ოთახში შეიძლება მოსწავლეთა ჯგუფებთან სოციალურ, ცხოვრებისეულ და წინა პროფესიულ უნარებზე მუშაობა (მაგ.: ვირტუალური ტურები კოლეჯებში) და სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობების და შეხვედრების ჩატარება.

რესურს ოთახი შეიძლება იყოს შეხვედრების და სამუშაო სივრცე სკოლაში არსებული მოსწავლეთა კლუბებისთვის.

საგნის მასწავლებლებმა საგაკვეთილო პროცესისთვის შეიძლება გამოიყენონ რესურს ოთახში მობილიზებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი და ასევე, თავად მოამზადონ სასწავლო მასალა მთელი კლასისთვის. გაკვეთილისთვის სასწავლო მასალის მომზადებაში, შესაძლოა მოსწავლეებიც ჩაერთონ.

რესურს ოთახის გარემოში შეიძლება ჩატარდეს საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები მოსწავლეთა მშობლებთან, ინდივიდუალურ თუ მცირე ჯგუფურ ფორმატში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება