სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლემ მასწავლებელში გონიერი, გაწონასწორებული, სანდო უფროსი მეგობარი უნდა დაინახოს“ - ანდეზიტის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი
16-10-2023
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის კარიერული განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ მუდამ სიახლეებს ეცნობა და ცოდნას იძენს. მასწავლებელი მაღალი პასუხისმგებლობითა და მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. პედაგოგს მიაჩნია, რომ ასეთი ურთიერთობები საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას მეტად უწყობს ხელს. ის მუდამ ცდილობს, ბავშვებისთვის მოტივაციის მიმცემი იყოს და მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში დაეხმაროს. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი ​პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- მიმდინარე სასწავლო წლის მოლოდინი უკეთესი შედეგის დადებაა წლის ბოლოს ჩემთვის როგორც პროფესიული, ასევე კოლეგიალური თვალსაზრისით.  

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მასწავლებლის წარმატება თითოეული მოსწავლის სულ მცირე მიღწევაც შეიძლება იყოს, რაღაც არსებული პრობლემის აღმოფხვრა მისი უშუალო ორგანიზატორობით.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, უპირველესად მას მასწავლებელი უნდა შეაყვარო. მოსწავლემ მასწავლებელში გონიერი, გაწონასწორებული, სანდო და პასუხისმგებლიანი უფროსი მეგობარი უნდა დაინახოს. მან მასწავლებლისგან საგნის ცოდნა  და თვითრწმენის ამაღლების მოტივი უნდა მიიღოს და არა „სასჯელი“.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმალური და დაეწაფონ განათლების მიღებას. დაისახონ მიზანი და შეეცადონ მის მიღწევას. იყვნენ პიროვნებები, საკუთარი უფლებების დაცვისა და სხვათა უფლებების პატივისმცემელნი.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- კარგი იქნებოდა, მეტი ყურადღება მიექცეს სახელმწიფო ენის დაცვას.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთადერთი საყვარელი საქმიანობა გახდებოდა. სიტყვებით გამიჭირდება იმის გადმოცემა, თუ რა სიხარულს მანიჭებს ჩემი პროფესია. ჩემი მუშაობის თითქმის ორი ათეული წელი ვცდილობ, დავგეგმო და განვახორციელო მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და თემისთვის შემეცნებითი, გასართობი და საქველმოქმედო პროექტები და პრეზენტაციები. ვცდილობ, გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციით არ შემოვიფარგლო და სხვადასხვა რესურსების გამოყენებით მოსწავლეებს საინტერესოდ მივაწოდო დამატებითი ინფორმაცია. ვადგენ სცენარებს, რომლის მიხედვითაც ვახორციელებ სხვადასხვა ღონისძიებას. პირადად მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენი სიყვარულის განცდა და ენერგია მექნებოდა ჩემს საქმიანობაში.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- პროფესიული განვითარებისთვის მუდმივი ზრუნვაა საჭირო, რასაც არა მხოლოდ სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით მიღება, არამედ ინტენსიური ინდივიდუალური კვლევა-ძიება გვაძლევს. დღევანდელ რეალობაში მარტივი შესაძლებლობაა, მასწავლებელმა განივითაროს თავისი პროფესიული უნარები. მიიღოს და გასცეს თავისი გამოცდილება კოლეგებთან. პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა დაუსრულებელი პროცესია და არა შემოფარგვლა იმით, რაც უკვე ვიცით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება