სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ჯალიაშვილი საერთაშორისო პროექტში წარმატებით ჩაერთო
13-10-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და სასახელო მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მეთორმეტეკლასელი - ნათია ჯალიაშვილი.

ამჯერად, ნათია, Erasmus+  პროექტში წარმატებით ჩაერთო და საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა. 

პროექტში - Be healthy, be happy ჩართული იყო ექვსი ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი, სლოვენია, მალტა და  ირლანდია. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში იმართებოდა აქტივობები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და გუნდური უნარების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. 

აღნიშნული აქტივობები ჩატარდა ქობულეთში, შემდეგი ეტაპი კი დაგეგმილია მალტაში, ნოემბერში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი იყო ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული. 

შეგახსენებთ, რომ Erasmus+  არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. 

„სკოლა ნათია ჯალიაშვილს ულოცავს ამ გამარჯვებას და უსურვებს უამრავ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება