| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ინოვაციების სკოლაში სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით და ახალი სასწავლო მიზნებით დაიწყო.
მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ბავშვებს სკოლაში დაბრუნება დღესასწაულად უქციეს.
პირველმა სასწავლო კვირებმა სკოლაში მხიარულად და ამასთანავე ნაყოფიერად ჩაიარა.
სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაზე და სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოებაზე.
პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული.
პირველი კვირების მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა და სასწავლო პროცესის მშვიდ, საინტერესო და პოზიტიურ გარემოში დაწყება იყო.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა დამეგობრებას.
სახალისო და შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებას თანდათან დაუბრუნდნენ.
სკოლაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო წლის პირველი დღეები მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას არ უნდა ემსახურებოდეს - მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა თავი სკოლის საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, შეიძინონ ახალი მეგობრები და აუმაღლდეთ მოტივაცია. სკოლის დირექტორი ქრისტინე კაპანაძე და პედაგოგები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი შესთავაზონ.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ