სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარელისის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა
05-10-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს - მათ ღვაწლსა და ამაგს აფასებენ. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ დირექტორმა, ვერა ოდიკაძემ ყველა პედაგოგს მისალოცი ბარათები გადასცა და ოვაციების ფონზე, პროფესიული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. 

სკოლაში საზეიმო განწყობა იყო, მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ლექსები წაუკითხეს, ყვავილები მიართვეს და მადლიერი თვალებით შესცქეროდნენ. 

„დღენათელო, დღეგრძელო
ყველგან ცოდნის მძებნელო
მაგ მადლიან მადლისთვის
გმადლობთ მასწავლებელო“,- აღნიშნული სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას.

„მასწავლებელი, ლექსები მასწავლებელზე, სიმღერები მასწავლებელზე, თაიგული მასწავლებლებს, ერთად აცეკვებული მოსწავლე მასწავლებელი - აი ასეთი დღესასწაული უხდება სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება