| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული ქვეყანაში 23 -29 სექტემბრის ჩათვლით მოეწყო.
კვირეულის ფარგლებში, ხაშმის საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა. კვირეული კი 29 სექტემბერს სპორტულ-გასართობი შეჯიბრით „მხიარული სტარტები“ დაგვირგვინდა.
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ხაშმის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში
მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“