სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 ოქტომბერი მასწავლებლის დღეა - პროფესიული დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღინიშნება
05-10-2023
-
+


მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება! დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის და მისი მიზანი მასწავლებლების მხარდაჭერაა.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს ზეიმობენ, თუმცა ქვეყნების ნაწილში ეს თარიღი განსხვავებულია.

იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.

საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიულ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

იაპონია: საინტერესოა, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში მასწავლებლის დღეს არ აღნიშნავენ. მაგრამ იაპონელებს, ხომ მასწავლებლის კულტი აქვთ. მაშინ რატომ მოხდა ასე?

იაპონიაში მასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და პატივსაცემი პროფესიაა. იაპონელ მეწარმეებს ძალიან უხარიათ, როცა მათ მაღაზიებში მასწავლებელი შედის, ამას ისინი დიდ პატივად თვლიან. მეტროში პედაგოგებისთვის ცალკე ადგილები არსებობს, სპეციალურად მათთვის გახსნილია მაღაზიები, ისინი არ დგანან ბილეთის რიგში. მაშინ რაში სჭირდებათ იაპონელ მასწავლებლებს ცალკე დღესასწაული, თუ მათი ცხოვრების ყოველი დღე ისედაც ზეიმია?

არგენტინა: ამ ქვეყანაში მასწავლებლის დღე ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, მას 11 სექტემბერს აღნიშნავენ. დღე უქმედ ცხადდება, არგენტინელები კი პედაგოგებს დიდი ზარ-ზეიმით ულოცავენ.

აშშ: ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებლებს მთელ კვირას უძღვნიან, მაისის დასაწყისში „მასწავლებლებისადმი მადლიერების კვირეულს“ აღნიშნავენ. იხილეთ - როგორ გამოხატავენ აშშ-ში მასწავლებლებისადმი მადლიერებას მთელი კვირის განმავლობაში?

ჩინეთი: ქვეყანაში მასწავლებლის დღე 28 სექტემბერს - კონფუცის დაბადების დღეს აღინიშნება. მასწავლებლებისთვის დღესასწაულის მისალოცად სკოლაში ყოფილი მოსწავლეები მიდიან. ბავშვები კი მასწავლებლებს ყვავილებს ჩუქნიან და საზეიმო წარმოდგენებს მართავენ.

ინდოეთი: მასწავლებლის დღეს აქ 5 სექტემბერს აღნიშნავენ, ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფილოსოფოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სარვეპალი რადჰაკრიშნანის დაბადების დღეს. არსებობს საინტერესო ტრადიცია, ამ დღეს მაღალი კლასის მოსწავლეები პედაგოგების როლს ირგებენ და თავად ატარებენ გაკვეთილებს. რა თქმა უნდა, ამ დღეს მოსწავლეები პედაგოგებისადმი მადლიერებას გამოხატავენ და საზეიმოდ ულოცავენ.

კანადა: ამ ქვეყანაში მასწავლებლის დღეს, რომელიც 5 ოქტომბერს აღინიშნება, საზეიმო ხასიათი აქვს. ცოტა ხნის წინ კანადელებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ძვირფასი მარკაც კი გამოუშვეს.

ჩეხეთი და სლოვაკეთი: პროფესიულ დღეს მასწავლებლებს 28 მარტს ულოცავენ. სწორედ ამ დღეს დაიბადა მორავიაში იან ამოს კომენსკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მასწავლებელი. კომენსკის პატივსაცემად კონკურსი Golden Amos ტარდება, სადაც ჯილდოს ნომინანტებს თავად მოსწავლეები ასახელებენ.

მასწავლებლის დღე 28 წლის წინ - 1994 წელს იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წყალობით დაარსდა. წინაპირობა გახდა დოკუმენტი მასწავლებელთა სოციალური სტატუსის შესახებ, რომელსაც ხელი პარიზში მოეწერა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება