სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

09:00 საათზე იწყება სკოლები და ამ ავტომობილების გადაადგილება შესაძლოა აიკრძალოს
04-10-2023
-
+


დედაქალაქში შესაძლოა, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობა დილის საათებში შესაძლოა აიკრძალოს - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათებში და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე შუალედში, რომ შეიზღუდოს ამ დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილება კონკრეტული გზის მონაკვეთებში, კონკრეტული რაიონებში, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ნაწილობრივ განიტვირთოს საცობი. ხშირია შემთხვევები, როცა ხდება დიდი ავტომობილების დაზიანება, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში. ხდება სწორი დამენეჯმენტება და გადანაწილება საათების მიხედვით, რომელმა სექტორმა, რომელ საათში უნდა იმოძრაოს, რომ ყველამ ერთად, ერთდოულად არ მოიყაროს თავი.

09:00 საათზე იწყება სკოლები სამსახურები და გვინდა, დროის ეს მონაკვეთი შეზღუდული იყოს, რათა მეტნაკლებად შესაძლებელი იყოს გადაადგილება. საგულისხმოა, რომ ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე არ იმოქმედოს აგვისტოს თვეში, როცა ქალაქი მეტ-ნაკლებად დაცლილია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

„ეს საგამონაკლისო შემთხვევები იქნება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებზე. ეს რეგულაცია არსებით გავლენას მოახდენს სამშენებლო სექტორზე. ჩვენ ვახორციელებთ მათთან კომუნიკაციას, ჯერ შეთანხმებას არ მიგვიღწევია. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, ყველას ინტერესს ვითვალისწინებთ, თუმცა მთავარი არის ამ ქალაქის ინტერესი, რომ განტვირთული იყოს საცობისგან. ჩვენ გვესმის ბიზნესისაც, არ გვაქვს დამოკიდებულება, რომ ხისტად მივუდგეთ ამ საკითხს. მომდევნო დღეებში ვაპირებთ, სამშენებლო სექტორთან გავაგრძელოთ კომუნიკაცია და ვაჩვენოთ, რას ვაპირებთ, როგორ მიგვაჩნია ამ პროექტის განხორციელება. ყველაფერი კეთდება, რათა ქალაქში გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ვფიქრობ, კერძო ავტომობილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ კერძო ავტომობილებზე. უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო კომფორტული უნდა გავხადოთ. აღნიშნულ რეგულაციაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოგვიანებით მოგაწვდით სწორ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება